გურჯაანი შიდა ტურიზმის გახსნას იწყებს
გურჯაანის მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი, კოლეგასთან ნინო წილოსანთან ერთად ტურისტული სექტორის გამოწვევაში „იმოგზაურე შენს ქვეყანაში“ ჩაერთო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ კამპანიის ფარგლებში, დეპუტატები დღეს ადგილზე გაეცნობიან რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმის გახსნას.
,,დაგეგმილ ტურში მონაწილეობას მიიღებენ: გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე, ტურისტული გვერდის „გიდინფოს“ მფლობელი რუსიკო ჯაფარიძე, ტუროპერატორი ალექსანდრე გიორგიძე, ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი, შეფი დადუნა ღლონტი და ტუროპერატორი ზაზა სიჭინავა.
კამპანიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები სოფელ კარდენახში ,,ნაღდ მარანს” ესტუმრებიან. დაგეგმილია ასევე ვიზიტი ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, გიდებთან შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქ გურჯაანში გაიხსნება სასტუმრო ,,Villa Art Kotekhi”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.