თელავში პარკ “ნადიკვრის” სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
თელავში პარკ ,,ნადიკვარზე,, ფანჩატურებისა და ტერასების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა.
როგორც “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კომპანია 2020 წლის ბოლომდე ნადიკვრის პარკში ახალ ფანჩატურებს და ტერასებს მოაწყობს.
უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 410 ლარია გამოყოფილი.