საგარეჯოში ინფიცირებული მამაკაცის 6 კონტაქტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა
საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებული მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 6 ადამიანის გამოკვლევა დასრულდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არც ერთ მათგანს კოვიდ ინფექცია არ დაუდგინდა და ისინი საკარანტინე სივრცეს დღეს დატოვებენ. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ინფიცირებულ მამაკაცთან კავშირში მყოფი დანარჩენი 14 მოქალაქე კარანტინში ორი კვირის განმავლობაში დარჩება, რაც დაავადების საინკუბაციო პერიოდისთვის არის გათვალისწინებული.
“ეპიდემიოლოგებმა გამოავლინეს საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 18 ადამიანი, საიდანაც 6 მათგანს ჩაუტარდა ტესტირება და არც ერთს არ დაუდასტურდა “კოვიდ-19″. დანარჩენი 14 ადამიანი დარჩება კარანტინში, სანამ ორი კვირა, ანუ დაავადების საინკუბაციო პერიოდი არ გაივლის. ყველა მათგანს აუცილებლად ჩაუტარდება ტესტირება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა
დღეს გამართულ ბრიგინგზე. მან მოქალაქეებს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გამკაცრებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.