საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტების ნამუშების ნაწილს ლუგარში დღეს გაგზავნიან
საგარეჯოში კორონა ვირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტების ნაწილის ნიმუშებს ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად სავარაუდოდ დღეს გაგზავნიან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ კოვიდ ინფექციით დაავადებულ მამაკაცთან კავშირში მყოფი 18 მოქალაქე მოთავსებულია კარანტინში. როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე არც ერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
“საგარეჯოში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებს რესპირატორული სიმპტომები არ აღენიშნებათ. თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდეება კოვიდ ინფექცია, მინიმალური შანსია, რომ მათ ვირუსი სხვისთვის გადაედოთ, რადგან როდესაც დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გავრცელების ალბათობა ძალიან დაბალია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონა ვირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. მან რესპირატორული სიმპტომებით თბილისის “ავერსის” კლინიკას მიმართა, სადაც მას ცხვირ-ხახიდან აუღეს ნაცხი. პაციენტის კოვიდ ინფექციით დაავადება PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა.