საგარეჯოში მცხოვრებ კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
საგარეჯოში მცხოცრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. დ
აავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მამაკაცმა რესპირატორული სიმპტომებით მიმართა თბილისის ,ავერსის” კლინიკას, სადაც მას ცხვირ-ხახიდან აუღეს ნაცხი.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, პაციენტის კორონავირუსით ინფიცირება PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა.
“12 ივნისს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მივიღეთ შეტყობინება. საგარეჯოში მცხოვრებმა მამაკაცმა მიაკითხა თბილისში, ,,ავერსის” კლინიკას რესპირატორული ჩივილებით. ექიმმა კონსულტაციის შემდგომ ეჭვი მიიტანა კორონავირუსულ ინფექციაზე და იქვე პაციენტს აუღეს ცხვირ-ხახის ნაცხი PCR ტესტირებისათვის. ტესტირების შედეგად მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. პაციენტი გადაყვანილია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამავე დღეს საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო ეპიდკვლევა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით. მოძიებულია 18 კონტაქტი. ინფიცირებულ მამაკაცთან კავშირში მყოფი ყველა მოქალაქე გადაყვანილია საკარანტინე ზონებში. ინფექციის პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია. გრძელდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა ინფექციის წყაროს დასადგენად”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.