პანკისის ხეობაში, ხასო ხანგოშვილის ოჯახში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, ერთ- ერთი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
გავრცელებული ინფორმაციით ჩხრეკა სავარაუდოდ, თბილისში ჩეჩენი ეროვნების პირის დაკავებას უკავშირდება, რომელიც გუშინ ღამით, ხანგოშვილების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა .
ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ მის შვილს დაკავებულ პირთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს და ჩხრეკაც სავარაუდოდ ამას უკავშირდებოდა.
,, ჩემი შვილი იცნობს მას. ჩვენთან ოჯახში იყო წუხელ. ის კაცი დღეს დააკავეს, არ ვიცი, რაზე. პოლიციიდან ძალიან ზრდილობიანად მოვიდნენ და სახლი დაათვალიერეს, “-განაცხადა ხანგოშვილმა.
ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი, დღეს თბილისში დააკავეს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი ამ წუთისათვის უცნობია