ახალი ამბები

14 ივნისამდე ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

12 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 14 ივნისამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის კახეთშიც, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი სინოპტიკოსები სეტყვასაც ვარაუდობენ.

გარემოს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს.