ახალი ამბები

ყვარელში სტიქიამ ყველაზე მეტად სოფლები შილდა და საბუე დააზარალა

ყვარლის მუნიციპალიტეტში გუშინ სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან.

როგორც “კახეთის ხმას” ყვარლის მერის მოადგილემ განუცხადა, სეტყვა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით იყო, თუმცა ყველაზე მეტად სოფელი შილდა და საბუე დაზარალდა, სადაც ვენახები დაისეტყვა. გივი ზაუტაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია სტიქიის შედეგად რამდენი ჰექტარი ვენახი დაზიანდა და რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს.
“სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური კომისია. ითვლიან ზარალს. ვენახები ყველაზე მეტად დაზიანდა სოფელ შილდასა და საბუეში, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით ზარალის ოდენობას”, – განაცხადა გივი ზაუტაშვილმა.