ახალი ამბები

15 ივნისიდან კახეთში დაცული ტერიტორიები გაიხსნება

ვიზიტორთა ყველა ცენტრი 15 ივნისიდან განაგრძობს მუშაობას და სტუმრების მიღებას.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, რომ მოქალაქეებმა მოგზაურობისას უნდა გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვები.

,,დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას COVID-19 პანდემიისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციებია:
შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), პირბადის გაკეთება, რომელიც კარგად ფარავს ცხვირს და პირს; ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა; დაცული უნდა იყოს დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი; რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების დისტანციურად შეძენა [https://guru.ge/](https://l.facebook.com/l.php…) -ზე”,– აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.