კახეთში 32 მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, კორონავირუსზე რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი კიდევ 32 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს, თუმცა ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.
როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 4746 ნიმუშს ჩაუტარდა ტესტირება.
“თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება. კარანტინში, 4 ადგილას, მოთავსებულია 145 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
გაფართოებული ანუ მიზნობრივი კვლევის ტესტირება უტარდება მაღალი რისკის ჯგუფებსაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს.
10 ივნისს ლუგარის ცენტრში 32 ნიმუში გაგზავნეს. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში ჯამში გაგზავნილია 4746 ნიმუში, საიდანაც 1541 მედპერსონალს ეკუთვნის, 1734 – კარანტინის ვიზიტორებს, სასტუმროს პერსონალს, 223 – შშმ პირს და 33 – ტრაილერის მძღოლებს”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.