ახალი ამბები

რა პრობლემის წინაშე დგანან აბიტურიენტები

6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, რომელიც 25 ივლისს დასრულდება, პანდემიის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.

აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან რეკომენდაციები, რომლის დარღვევის შემთხვევაში დატოვებენ საგამოცდო სივრცეს. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. აბიტურიენტებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას. მითითების შემთხვევაში სავალდებულოა დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება მოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

აბიტურიენტები ასეთ შეზღუდვებს და გამოცდებისგანგან მიღებული ისედაც სტრესულ გარემოს, უფრო მძაფრად აღიქვავენ, რადგან “ძნელია პირბადით, 2-3 საათი იყო დახურულ სივრცეში, სადაც ჰაერიც კი არ მოძრაობს” – განუცხადა knews.ge აბიტურიენტმა, ცირა ოთარაშვილმა.

აბიტურიენტების აზრით მხოლოდ ორ მეტრიანი დისტანციაც საკმარისი იქნება უსაფრთხოებისთვის.

 

ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური