ახალი ამბები

თელავის მერის მოადგილედ ფიქრია ყუშიტაშვილი დაინიშნა

თელავის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ყავს.

აღნიშნული თანამდებობა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა დაიკავა.

როგორც Knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა განუცხადა, ის კულტურის და სოციალური მიმართულებით იმუშავებს.

,,2012 წლიდან მუშაობდი მერიაში და დღემდე ვიკავებდი კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობას.  ახლა ჩემი საკურატორო ზონა იქნება სპორტი, კულტურა, ახალგაზრდობა, განათლება და დაემატა ჯანდაცვა და სოციალური სფერო. ასე რომ საქმე მოიმატა და პასუხისმგებლობებმაც”, განუცხადა Knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.

 

ავტორი: მაკა ხაზიური