სოფლების მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი ნაწილობრივ გაიზარდა- ინფოგრაფიკა
სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგა, თელავიდან სოფლების მიმართულებით მძღოლების ნაწილმა ფასები გაზარდა, ნაწილმა კი უცვლელი დატოვა.
მძღოლების ინფორმაციით, გადაადგილების გაძვირების მიზეზი პანდემიის გამო მგზავრთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვები და მანქანის ნაწილების გაძვირებაა.
“ყველა სახის მანქანის სათადარიგო ნაწილი გაძვირდა, რაც აისახა მძღოლებზეც, შეზღუდვები მგზავრების რაოდენობაზე, პირბადე თუ სხვას არ ექნება ჩვენ უნდა მივცეთ, ესეც ხარჯია”- განუცხადეს knews.ge-ს მძღოლებმა.
ძველი ავტოსადგურის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გადასახადი კი ამ დროისთვის უცვლელია.
მარიამ ოქროცვარიძე