ახალი ამბები

მოქალაქეების დაჭრის საქმეზე დაკავებულ დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრს ბრალს დღეს წაუყენებენ

ორი მოქალაქის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალს დღეს წარუდგენენ.

ამის შესახებ knews.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სიღნაღის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

დედოფლისწყაროში მოქალაქეების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით გიორგი ჭინჭარაული გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები საკრებულოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის იძულებული გახდა თავი დაეცვა და ცივი იარაღი მხოლოდ მათი მოგერიების მიზნით გამოიყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართსლის კოდექსის117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს 7-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.