კონკურსი სამოქალაქო ორგანიზაციების/ინიციატივების შესარჩევად
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ” აცხადებს კონკურსს სამოქალაქო ორგანიზაციების, არაფორმალური საინიციატივო ჯგუფების, სოციალური მოძრაობების, ან აქტივისტების შესარჩევად, რეგიონული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.
თუ ხართ: სამოქალაქო ორგანიზაცია (რეგისტრირებული გასული სამი წლის განმავლობაში), ან არაფორმალური/საინიციატივო ჯგუფი და/ან სოციალური აქტივიზმი/მოძრაობა.
თუ თქვენ: ცდილობთ ხალხის მობილიზებას თქვენს თემში, რათა გავლენა მოახდინოთ პოზიტიურ ცვლილებებზე,
გსურთ წამოჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შესაძლებელია, ჯერ კიდევ არ არის პოპულარული საზოგადოებაში და გსურთ მათი მოგვარება
მზად ხართ, დრო და ენერგია დაუთმოთ თქვენი ინიციატივის/ორგანიზაციის ან კამპანიის განვითარებას.
ჩვენი პროგრამით, შესაძლებლობა გექნებათ: განავითაროთ სტრატეგია თქვენი ინიციატივის/ორგანიზაციის/კამპანიისათვის, მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგებში, ისარგებლოთ ქოუჩინგის, მენტორობის პროგრამებით, კონსულტაციებით, სასწავლო ვიზიტებითა და სტიპენდიებით, ჩამოაყალიბოთ ან განავითაროთ თანამშრომლობა თქვენს მხარდამჭერებთან და მოხალისეებთან, მიიღოთ მხარდაჭერა კვლევის განხორციელებაში და თემატური ცოდნის შეძენაში, ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგში ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე, ერთობლივად იმუშაოთ მსგავს ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან საქართველოში და საზღვრებს გარეთ, გაიგოთ თუ რატომ და როგორ ითანამშრომლოთ კერძო სექტორთან, აღმოაჩინოთ და შეისწავლოთ რესურსების ორგანიზებისა და მართვის ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გზები.მოიპოვოთ დაფინანსება თქვენი კამპანიის ან ორგანიზაციის შიდა განვითარებისათვის (თქვენს სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებული მოქნილი დაფინანსება, რომელიც შესაძლოა მერყეობდეს 5 000 ევროდან 20 000 ევრომდე), გაეცნოთ დაფინანსების სხვა შესაძლებლობებს, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს სტრატეგიას.
დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით, ან ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს: http://www.pin.ge/
იდეის/საგრანტო განაცხადის გასაკეთებლად დაინტერესებულმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ ქართულ ან ინგლისურ ენაზე, 28 ივნისის 23:30 საათამდე, შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: Georgia-CSA@peopleinneed.cz
წერილის სათაურის ზოლში აუცილებლად მიუთითეთ “CSA_Georgia_application”.

