კახეთში 32 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
კახეთი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 პირი, ხოლო 4 ლოკაციაზე კარანტინში 122 მოქალაქე.
,,ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციალები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 8 ივნისს აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა32 ნიმუში. ყველა მათგანის ტესტირების შედეგი ნეგატიურია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4668 ნიმუში, აქედან 1495 მედპერსონალია, 1733 კარანტინის ვიზიტორები და სასტუმროს პერსონალი, 223 შშმ პირი და 33 ტრაილერის მძღოლი.