ახალი ამბები

გურჯაანში მსუბუქ ავტომანქანაში ხელყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს

კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, გურჯაანში მსუბუქ ავტომანქანაში ხელყუმბარა და ვინჩესტერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

ავტომობილის მფლობელის ზ. მ-ს ინფორმაციით, ის გურჯაანში, მამამისთან მიემგზავრებოდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება და ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება არ გაუკეთებია.