კახეთის 2 ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებად მოქმედი გუბერნატორი და გურჯაანის დეპუტატი მოიაზრებიან
მმართველმა პარტიამ კახეთის 2 ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებად შესაძლოა, მოქმედი გუბერნატორი და გურჯაანის დეპუტატი წარადგინოს.
,,მთავარი არხის” ინფორმაციით, კახეთის ორ ოლქში, მაჟორიტარ კანდიდატებად შესაძლოა, მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი იყვნენ.
ამავე კანდიდატებთან ერთად, განიხილება ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაც.
სავარაუდოდ, 15 ივნისს გახდება ცნობილი როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატების ვინაობა.