თელავის ისტორიულმა მუზეუმმა ონლაინ ტურები დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის ისტორიულ მუზეუმს ჯერ დამთვალიერებლების მიღება არ დაუწყია.
მუზეუმი მოსახლეობას ონლაინ ტურებს შესთავაზებს.
მუზეუმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სანამ დაწესებულება დაკეტილი იქნება, ფეისბუქ გვერდდის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში, მუზეუმის თანამშრომლები, ყოველ ოთხშაბათს, მოქალაქეებს ფონდსა და ფონდსაცავში დაცული კოლექციების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.