ახალი ამბები

თელავის პირველი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მერი კირვალიძე გარდაიცვალა

მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მერი კირვალიძე გარდაიცვალა.

ინფორმაცია “კახეთის ხმას” პირველ საჯარო სკოლაში დაუდასტურეს. მერი კირვალიძე ინგლისურ ენას ათეულობით წლის განმავლობაში ასწავლიდა.

“ქალბატონი მერი ათეულობით წლის განმავლობაში ამშვენებდა ქალაქ თელავის პირველ საჯარო სკოლას თავისი სასიამოვნო გარეგნობით, დახვეწილი მანერებით, მაღალი ინტელექტით ხიბლავდა ყველას.

მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ მისმა აღზრდილმა თაობებმა ბევრჯერ ასახელეს სკოლა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის ფარგლებს გარეთ. მისი სწავლების მეთოდები კვლავ აქტუალურია, კვლავ თანამედროვეა და აქტიურად გამოიყენება დღესაც”, – აცხადებენ I საჯარო სკოლაში.