ახალი ამბები

როგორი იყო საუკუნეების წინანდელი მიწისქვეშა გვირაბების სისტემა თელავში – ფოტოები

საუკუნეების წინ თელავში მიწისქვეშა ქალაქი არსებობდა. თელავის ქვეშ გამავალი საიდუმლო გვირაბების შესახებ ქალაქის ისტორიის ფურცლებს ცნობები თითქმის არ შემოუნახავს.

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 63 წლის ამირან გრიშუკაშვილს მრავალჯერ უნახავს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გამავალი საიდუმლოებით მოცული გვირაბი.

გრიშიკაშვილი იხსენებს, რომ ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ჩირაღდნებით ხშირად შედიოდა გვირაბის სიღრმეში, რომელიც დაახლოებით 5 მეტრის გავლის შემდეგ ორად იყოფოდა. ამირან გრიშიკაშვილს ისიც ახსოვს, რომ გვირაბის მარცხენა მხარეს ჩამოდიოდა რუ, რომელიც “უკვდავების წყაროს” სახელით იყო ცნობილი.

თელავში გამავალი საიდუმლო გვირაბებიდან ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ბატონის ციხის საიდუმლო გვირაბი, რომელსაც ჩასასვლელი პირველი საჯარო სკოლის სარდაფიდან აქვს. გვირაბში გამოედინება საიდუმლო წყარო, რომლითაც ომის დროს სამეფო კარი და სასახლეში შეხიზნული მოსახლეობა მტრისგან მალულად მარაგდებოდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი შუამთა– ულამაზესი ადგილი თელავში რომელიც უნდა ნახოთ

ახალი შუამთა– ულამაზესი ადგილი თელავში რომელიც უნდა ნახოთ

რომელი ადგილია თელავში ტურისტულად მიმზიდველი?- გამოკითხვა

რომელი ადგილია თელავში ტურისტულად მიმზიდველი?- გამოკითხვა

1977 წლის სტიქია თელავში – ფოტო ისტორია

1977 წლის სტიქია თელავში – ფოტო ისტორია

როგორი იყო ძველი თელავის ქუჩები – ფოტოები

როგორი იყო ძველი თელავის ქუჩები – ფოტოები