ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რომელი ადგილია თელავში ტურისტულად მიმზიდველი?- გამოკითხვა

თელავის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტაძრებს, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებს, რომლებიც საინტერესო ისტორიას ინახავენ.

იმის გასაგებად რა უნდა ნახოს ტურისტმა თელავში და რომელი ადგილია ტურისტულად მიმზიდველი, knews.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა უმეტესობის თქმით, თელავში მოსულმა ტურისტმა ერეკლე მეფის სახლ–მუზეუმი უნდა მოინახულოს.

” ერეკლეს სახლ–მუზეუმი, არის პირველი სანახავი, თუმცა მთელი თელავი მუზეუმია და აქ ბევრი საინტერესო ადგილია”,– განუცხადა knews.ge–ს თელავის მკვიდრმა, ვლადიმერ მრელაშვილმა.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური