თელავში ახალგაზრდა ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
14 აგვისტოს 18:00 საათზე ქალაქ თელავში, ძველი ბაღის ტერიტორიაზე (ერეკლე მეფის სასახლის გალავნის მიმდებარედ) ახალგაზრდა ფოტოგრაფის, გიორგი ჩეკურიშვილის – (CHEKI Photography-ს) პერსონალური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ,,Colorless Telavi” გაიმართება.
ნამუშევრების მთავარი თემატიკაა Covid 19-ის დროს დაცლილი თელავის ფოტო-მიმოხილვა. ფოტოგრაფის თქმით, ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული, თელაველი ქალბატონის ნინო მაისურაძის მკურნალობას.
“გამოფენა ერთდროულად რამოდენიმე მნიშვნელოვან თემას ეხება. იგი წარმოადგენს Covid 19-ის დროს შექმნილი სიტუაციის მატიანეს და იმ რთული რეალობის ანარეკლია, რომელიც შიშითა და სახელმწიფო რეგუალაციების ერთობით შეგვექმნა.
მათ შორის ვიყავით ჩვენც, ფოტოგრაფები, რომელთათივისაც ეს ყველაფერი ახალი გამოწვევა იყო და ვფიქობ ამ გამოწვევას საინტერესოდ ვუპასუხეთ. რ
აც შეეხება გამოფენის მნიშნელობას აწმყოსა და მომავლის პერსპექტივაში. იგი დაკავშირებულია ისეთ დიდ იდეას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლისათვის ბრძოლა და ქველმოქმედება ჰქვია, რის გამოც ჩვენი ღონისძიება გამოფენა-გაყიდვის კუთხით იქნება წარმოდგენილი. შეგროვებული თანხა კი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ნინო მაისურაძის მკურნალობას მოხმარდება.
ვიმედოვნებ ამ მნიშვნელოვან გამოწვევასაც სათანადოდ ვუპასუხებთ და კიდევ ერთხელ შევქმნით პრეცენდენტს სახელად – სიკეთე გადამდებია” –განუცხადა knews.ge–ს ფოტოგრაფმა გიორგი ჩეკურიშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე.