ახალი ამბები

სოფელ ვეჯინში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ინფიცირებული 22 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძიებულია გოგონასთან კონტაქტში მყოფი ერთი პირი, რომელიც მისი ბებიაა.

,,ამ პირის მხოლოდ ერთი კონტაქტი გვყავს და მასაც ჩაუტარდა ტესტირება. პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება გოგონას, მას უსიმტომოდ აქვს კორონავირუსი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’‘,– განაცხადეს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში.

შეგახსენებთ სოფელ ვეჯინში 27 წლის ახალგაზრდას, რომელიც ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელია, სავალდებულო ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თბილისში გადის მკურნალობას. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცის დასაც. სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ.