თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება
ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს, წყალმომარაგების კომპანია ოქტომბერში დაასრულებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მრიცხველების მოწყობა.
კომპანიის ინფორმაციითვე, თელავში წლებია წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
,,თელავში ამჟამად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და მოსახლოების გამრიცხველიანება. დაახლეობით 4000-მდე მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს.
ასევე ეწყობა ჭაბურღილები. პირველი ჭაბურღილის მშენებლობა დასრულდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ტესტირება. პროექტების განხორციელების შემდგომ, ჩვენ მივიღებთ გაუმჯობესებულ წყალმომარაგებას თელავის მოსახლეობისათვის. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი, რომელიც გულისხმობს თელავის წყალმომარაგებას ,,წიწმატიანი’’- დან. ასევე, იგეგმება მიმდნარე წელს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ახალი პროექტის დაწყება, რაც თელავის ოცდაოთხსაათიანი წყალმომარაგებისთვის კეთდება“- განაცხადა კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ.