თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება
თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ახალი ავტობუსების შემოყვანა ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. მუნიციპლიტეტის მერის პირველი მოადგილის, დავით ბეგიაშვილის ინფორმაციით, ავტობუსები თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.
,,ამჟამად მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. პირველ ეტაპზე გადმოგვეცემა 10 ავტობუსი და ისინი ადაპტირებული იქნებიან შშმ პირებისთვის. თითოეულში 4 შშმ პირისთვის იქნება სავარძლები”,– განუცხადა knews.ge-ს დავით ბეგიაშვილმა.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 004 517 ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,ზმ ჯგუფი,, ასრულებს.
მუნიციპალიტეტებისთვის ავტობუსები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიძინა.