დედოფლისწყაროში კომპანია “ფრონტერას,, თანამშრომლებმა აქცია გამართეს
ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები სახელფასო დავალიანებების დროულ დაფარვასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
“ჩვენ უსამართლოდ არაფერს ვითხოვთ. თვეების განმავლობაშუ ვიმუშავეთ და ახლა კომპანიას არ სურს ამ დავალიანების დაფარვა. ჯერ იყო და სამსახურიდან უსამართლოდ გაგვათავისუფლეს და ახლა დავალიანების გასტუმრებაც აღარ უნდათ. ჩვენს უკან ოჯახები და შვილები დგანან, მათ რა ვაჭამოთ აღარ ვიცით. ჩვენმა თანამშრომელმა, რომელსაც წამლების ფული არ ჰქონდა, ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და რამდენიმე კვირის წინ, დავალიანების ჩარიცხვის ბოლო იმედიც რომ გადაეწურა, თავი მოიკლა“,- ამბობენ აქციის მონაწილეები.
კომპანიის დედოფლისწყაროს მენეჯერის გიორგი ჯანიაშვილის განცხადებით, იგი არ ფლობს ინფორმაცია როდის დაფარავს კომპანია თანაშრომლების სახელფასო დავალიანებას.
“ფრონტერას,, წინააღმდეგ სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავა ცოტა ხნის წინ მოიგო. გადაწყვეტილება განსაზღვრავს “ფრონტერას,, ვალდებულებებს, როგორც ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურებას.
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,კომპანიის თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლი ერთჯერადად 1200 ლარს მიიღებს.
კომპანია „ფრონტერას“ 84 თანამშრომლის, დაახლოებით თერთმეტთვიანი, ჯამში მილიონ ლარამდე დავალიანება ქვს. თანამშრომლებმა კომპანია „ფრონტერას“ სასამართლოში რვა თვის წინ უჩივლეს. ისინი მსგავსი ხასიათის აქციებს რამდენიმე თვეა პერმამენტულად მართავენ.