ახალი ამბები

სოფელ კაბალში ახალი საჯარო სკოლა შენდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.

სამშენებლო სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაეცნო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ იქ 30 წელზე მეტია ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება არ აშენებულა. წელს კი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 2 საჯარო სკოლა შენდება. სოფელ კაბალში – 300, ხოლო სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი .

ასევე სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლას. სამივე სკოლა კეთილმოეწყობა სპორტული მოედნებით და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

,, პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის სველი წერტილების მოწესრიგება, რომელბიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. დანარჩენ სკოლებში ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ ჩატარდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები“- განაცხადეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.