ახალი ამბები

სოფელ ვანთიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მერაბ ამბროსიძის ცხედარი, ერთ- ერთმა მოქალაქემ, სოფელ აკურაში, ღვინის ქარხნის მიმდებარედ ტყეში აღმოაჩინა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სხვა დროსაც, რამდენჯერმე დაიკარგა.

70 წლამდე ასაკის მამაკაცს, მაშველები, ოთხი დღის განმავლობაში ეხებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.