ირაკლი ქადაგიშვილი– თვითმმართველობებს უნდა მივცეთ დამატებითი საშუალებები, რათა მათ მეტი სიკეთის მოტანა შეძლონ
,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია იქნება აქტიური და დატვირთული.
მისივე ინფორმაციით, ის მოსახლეობასთან შეხევედრების დროს ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებზე, სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მისი მოგვარების გზებზე და სამომავლო გეგმებზე.
,, ჩემი წინასაარჩევნო კამპანია იქნება აქტიური. არის ბევრი თემა რომელზეც მე ამ ხნის განმავლობაში მიმუშავია და ვიცი ყველა ის გამოწვევა და პრობლემა რომელიც აქვს რეგიონს და თელავს. სწორედ ამ საკითხებზე მექნება საუბარი მოსახლეობასთან. ასევე ვისაუბრებ არამარტო გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე გადასაწყვეტ საკითხებზეც.
გამარჯვების შემდეგ ჩვენი მთვარი საზრუნავი იქნება ის, რომ მეტი საშუალებები მივცეთ თვითმმართველობას, რათა მათ მეტი სიკეთის მოტანა შეძლონ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვარ ჩართული ყველა სახელმწიფო პროგრამაში რომელიც კახეთში მუშაობს, მის დამუშავებაში და აქაც ვიცი რა პრობლემები, რა საჭიროები და რა ახალი მიდგომებია საჭირო.
სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტაში მივიღებ მონაწილეობას. მაჟორიტარი დეპუტატი გაჭირვებისას მოსახლეობის ინტერესების დამცველი უნდა იყოს. მე გავაგრძელებ მუშაობს იმ ტემპით რა ტემპითაც აქამდე ვმუშაობდი”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო. პარტიის ლიდერებმა ირაკლი ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის და ლაგოდეხის მოსახლეობას წარუდგინეს.
წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრნენ.