1977 წლის სტიქია თელავში – ფოტო ისტორია
1977 წლის 14 ივნისის წყალდიდობა თელავში ახლაც ახსოვთ.
მათივე თქმით, გასულ წლებში სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტი არაერთხელ დააზარალა.
,, გადმოცემის თანახმად, გასულ საუკუნეში მასზე გაშენებული იყო ვიწრო ხიდი, რომელიც წყალდიდობამ რამდენჯერმე დააუნგრია. ბევრჯერ ხევიც გადმოსულა კალაპოტიდან და ქალაქი დაუტბორია. დამანგრეველი წყალდიდობა თელავში 1977 წლის 14 ივლისს მოხდა, რამაც დიდი ზარალი გამოიწვია.
ისტორიიდან ცნობილია, რომ თელავში წყალდიდობები პერიოდულად 50-70 წელიწადში მეორდებოდა, რომელსაც მიჰქონდა ხოლმე რიყეზე გადებული ხიდი. ეს კი ხე-ტყის მასიურმა ჭრამ გამოიწვია.
ასევე თელავში არსებობდა 50 წყარო. დღეს კი, თელავის სამხრეთით ტყის გაჩეხვამ, სხვა ობიექტური და სუბიეტური მიზეზებმა გამოიწვია ბევრი მათგანის დაშრობა და ზოგიერთის არსებობის საერთოდ შეწყვეტა”, – აცხადებენ ადგილობრივები.
მარიამ ოქროცვარიძე
Pingback: როგორი იყო საუკუნეების წინანდელი მიწისქვეშა გვირაბების სისტემა თელავში - ფოტოები | knews.ge