„საქართველოს გზები“ კახეთის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე ინფორმაციას აქვეყნებს
„საქართველოს გზები“ კახეთის მიმართულებით არსებულ პროექტებზე ინფორმაციას აქვეყნებს.
ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს:
ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი
საგარეჯოს შემოვლითი გზა
საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა
ოთხივე პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე 1700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან 1100-ზე მეტი ადგილობრივია.
პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან კახეთის ტურისტულ ობიექტებამდე მგზავრობის დრო ბევრად შემცირდება და გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება.