ახალი ამბები

სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მოიხსნა

სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მოიხსნა. სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა, მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გარდა, 17 აპრილიდან იყო აკრძალული.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საგანგებო მდგომარეობს გაუქმების შემდეგ, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან, მაგალითად, ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან აღარ მოქმედებს.