ახალი ამბები

კახეთში 245 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, 21 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ლაბორატორიაში 286 ნიმუში, საიდანაც 245 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

მისივე თქმით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3634 ნიმუში, აქედან 1166 მედპერსონალია, 1365 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი და 193 შშმ პირი.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კახეთში Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება

,, ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.