კახეთი კვლავ მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
მისივე თქმით, კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 16 მოქალაქე, 4 კი მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 8 ლოკაციაზე იმყოფება 245 მოქალაქე.
,, ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 21 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 286 ნიმუში. 245 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3634 ნიმუში, აქედან 1166 მედპერსონალია, 1365 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი და 193 შშმ პირი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.