მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ
ადამიანებს, რომელებიც სამსახურის გარეშე დარჩენენ და დაკარგა მათ სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გიორგი გახარიამ განმარტა, რომ შეღავათი შეეხება იმ ადამიანებსაც, რომლებსაც შემოსავლები შეუმცირდათ.
„საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის, ეროვნული ბანკის თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა.
ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს. ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და, რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება, ასევე სამი თვით. ვიმეორებ, ყველა მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფომ სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება.
გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის ასევე სამი თვით გადავადდება და ყველაფერი ეს იქნება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.