სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთლიანად განადგურდა სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები.
knews.ge-ს ინფორმაციით, დამწვარია ოჯახის კუთვნილი სამარშრუტო ავტომობილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება.
knews.ge მომხდარის დეტალებს არკვევს.