კახეთში “კოვიდ-19” კიდევ 65 მოქალაქეს არ დაუდგინდა
გუშინ კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 293 ნიმუშიდან უცნობი იყო 88 ბიოლოგიური მასალის შედეგი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, დარჩენილი ნიმუშებიდან ცნობილი გახდა 65 მასალის ტესტირების შედეგი, რომელიც უარყოფითია.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დანარჩენი 23 მოქალაქის ნიმუშის გამოკვლევის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
“გუშინ კახეთიდან ნიმუშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა – 293 მასალა გაიგზავნა. დილით ვიცოდით 205 ნიმუშის პასუხი და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა. დღის განმავლობაში მივიღეთ კიდევ 65 ნიმუშის პასუხი, სადაც ასევე არ აღმოჩნდა ახალი ვირუსული ინფექცია. დარჩენილი 23 მასალის პასუხი დღის ბოლოს გვეცოდინება”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და კორონავირუსით არც ერთი მოქალაქის ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება.