ახალი ამბები

TI – ს ვაკანსია იურისტის პოზიციაზე თელავში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იურისტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ და მოტივირებულ პიროვნებას.

წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მისიისადმი ერთგულება. კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს  ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

  1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  4. ადვოკატის მოწმობის ასლი (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაცია).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 მაისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია  შედგეს Skype საშუალებით. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი-თელავი“.

ვრცლად ინფორმაცია ძირითადი მოვალეობებზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ზოგადად ვაკანსიის შესახებ იხილეთ ლინქზე