პრემიერ-მინისტრმა გურჯაანში მარწყვის პლანტაცია დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კახეთში ვიზიტის ფარგლებში, გურჯაანში იმყოფებოდა.
გიორგი გახარიამ ნახევარ ჰექტარზე გაშენებული მარწყვის პლანტაცია დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია, ძალიან მომგებიანი აგროწარმოების წამოწყება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი წამოწყებებით შესაძლებელია ხარისხიანი ადგილობრივი წარმოების სურსათით ბაზრის მომარაგება და ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში.
მარწყვის პლანტაცია, რომელიც 5 ათასი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, 1 800 კგ-მდე მოსავალს იძლევა. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.