კახეთში 15 ნიმუშის ტესტირების შედეგს ელოდებიან
გუშინ კორონავირუსზე კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 118 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ცნობილია 103 ნიმუშის შედეგი და ყველა ტესტირების პასუხი უარყოფითია.
დანარჩენი 15 საკვლევი მასალის შედეგი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
“ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი.18 მაისს ლუგარის ცენტრში გაიგზავნა 118 ნიმუში. 103 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. დანარჩენი 15 ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გვეცოდინება.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2897 ნიმუში, აქედან 1001 მედპერსონალს ეკუთვნის, 882 კარანტინ მყოფი პირებისაა. კორონავირუსზე ასევე გამოიკვლიეს 149 შშმ პირი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექცემდებარება და ამ ეტაპზე ახალი ვირუსული ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.