თელავში სილამაზის სალონის მომსახურების ფასები გაორმაგდა
სილამაზის სალონებმა ფუნქციონირება გუშინ განაახლეს, თუმცა თელავში მოსახლეობა მომსახურებაზე გაორმაგებულ ფასს აპროტესტებს.
როგორც knews. Ge-ს ერთ-ერთი სალონის მფლობელმა განუცხადა, მომსახურება პროდუქციაზე ფასის მომატების გამო გაძვირდა.
“იმედია, რომ პროდუქციის ფასები ისევ დაბალანსდება და კვლავ დაბრუნდება შესაბამისი მდგომარეობა, რადგან ამჟამად თმის შეჭრა 10-15 ლარი ღირს”, – აცხადებს თელავში მოქმედი სილამაზის ერთ-ერთი სალონის მფლობელი.