კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 2897 ნიმუშია გაგზავნილი
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.
დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ბიოლოგიური ნიმუშების აღება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
,, ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 18 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 118 ნიმუში. 103 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 17 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 18 მაისის დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2897 ნიმუში, აქედან 1001 მედპერსონალია, 882 კარანტინი, , შშმ პირი – 149″, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.