კახეთში კორონავირუსზე პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსაც გამოიკვლევენ
კახეთში მაღალი რისკ ჯგუფები კიდევ უფრო გაფართოვდება და კორონავირუსზე PCR მეთოდით ტესტირებას პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსაც ჩაუტარებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობერივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კოვიდ-19-ზე მაღაზიებისა და სილამაზის სალონების პერსონალსაც გამოიკვლევენ.
“კახეთში სასწრაფო დახმარებისა და „ცხელების ცენტრებში“ მომუშავე მედიკოსების ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო. მედპერსონალს “კოვიდ 19”-ზე კვლევასდ ორ კვირიანი ინტერვალით ჩაუტარდება.
მიზნობრივი ტესტირებები შეეხებათ ასევე სხვა მაღალი რისკის მქონე სხვა ჯგუფებსაც, მათ შორის, პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მაღაზიებისა და სილამზის სალონის პერსონალს.
ტესტირება ამ ეტაპზე „პისიარ“ტესტებით მიმდინარეობს, შემდგომში შესაძლებელია ნიმუშის აღების სხვა ალგორითმი იქნას შემუშავებული“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სტაბილურია და „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.