ახალი ამბები

თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომის მშენებლობა დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა.
თელავში, თბილისის გზატკეცილზე, სოხუმის ქუჩაზე 40 ავტობუსზე გათვლილი სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობა დაიწყო.

როგორც “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პროექტის განსახორციელებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,ამ ჯგუფი,, ასრულებს.