თელავში მოხალისეები უკვე 262 ოჯახს დაეხმარნენ
თელავში მოხალისე გოგონების ჯგუფი საქველმოქმედო აქციებს აგრძელებენ.
როგორც knews.ge-ს ერთ-ერთმა მოხალისემ სოფო სუხიტაშვილმა განუცხადა, თითქმის ორი თვის განმავლობაში ისინი გაჭირვებულ 262 ოჯახს დაეხმარნენ.
“თანხა სადამდეც გვეყოფა და ჩაგვერიცხება, იქამდე გავაგრძელებთ დახმარებას”, – განუცხადა knews.ge-ს ერთ-ერთმა მოხალისემ, სოფო სუხიტაშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე