კახეთში 61 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის რეგიონიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 79 ნიმუში გააგზავნეს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 61 ბიოლოგიური მასალის ტესტირების შედეგია ცნობილი და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.
“ამ დრომდე კახეთის რეგიონში Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 33 მოქალაქე. 4 პირს კი მოეხსნა თვითიზოლაციის რეჟიმი. კარანტინში, 11 ლოკაციაზე, მოთავსებულია 440 მოქალაქე. დღემდე კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2486 ნიმუში, აქედან 905 მედპერსონალია, 736 – კარანტინის სივრცეში მყოფი პირების, 74 – საბაჟოს თანამშრომლების 85 კი – შშმ პირის“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.