კახეთში კორონავირუსზე კვლევა საბაჟო სამსახურის 75 თანამშრომელს და 85 შშმ პირს ჩაუტარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2486 ნიმუში. აქედან 905 მედპერსონალია, 736 კარანტინის სივრცეში მყოფი პირი, საბაჟოს 74 თანამშრომელი და 85 შშმ პირის ბიოლოგიური ნიმუში.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით რეგიონში Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
,,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები. 13 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 79 ნიმუში. 61 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.