კახეთის საკარანტინე სივრცეებიდან ლუგარში 736 ნიმუში გაგზავნეს
კახეთის საკარანტინე სივრცეებიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 736 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ 1 ადამიანს მარტში დაუდასტურდა. 47 წლის ქალი კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ცხოვრობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე კახეთში “Covid-19” -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
“თვითიზოლაციაში იმყოფება 33 მოქალაქე. 4 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე მოთავსებულია 440 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. კარანტინში ტესტირება ყველა მოქალაქეს უტარდება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.