ახალი ამბები

კახეთი კვლავ მწვანე ზონაა

კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ სტაბილურია და რეგიონი ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 79 ნიმუში გაგზავნეს, საიდანაც 61 საკვლევი მასალის პასუხია ცნობილი და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა. დანარჩენი 18 ნიმუშის ტესტირების პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან.

“დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 33 მოქალაქე. სპეციალისტების მეთვალყურეობა 4 მოქალაქეს მოეხსნა. კარანტინის 11 ლოკაციაზე კი იმყოფება 440 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებისა და მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირებისა და საბაჟოს თანამშრომლების”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში დღემდე გაგზავნილია 2486 ნიმუში, საიდანაც 905 მედპერსონალს ეკუთვნის, 736 – კარანტინში მყოფი მოქალაქეებს, საბაჟოს თანამშრომლებს -74, ხოლო შშმ პირებისა კი 85-ია.